News

ბოლოს როდის ნახა ივანა მელაიმ სააკაშვილი და რა აკავშირებს კახა კალაძესთან?

ბოლოს როდის ნახა ივანა მელაიმ სააკაშვილი და რა აკავშირებს კახა კალაძესთან?

ივანა მელაის და გურამ ლომიძეს 2 დეკემბერს ამერიკაში ქალიშვილი, ელიზაბეტ-ნატალი შეეძინათ. წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობს, მაგრამ ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და ახალ სიმღერაზე მუშაობენ. წყვილი ამერიკაში დაბრუნებას აღდგომის შემდეგ გეგმავს. გთავაზობთ ივანა მელაის ინტერვიუდან ნაწყვეტს, რომელიც “პრაიმტაიმზე” გამოქვეყნდა.

– როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი ხართ, ბოლოს როდის ნახეთ მიხეილ სააკაშვილი და მოგილოცათ თუ არა ქალიშვილის შეძენა?
– უკრაინაში არ დავდივარ, რადგან ჩემს ოჯახს ბიზნესი წაართვეს. ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ ბევრის შეცვლა შეუძლია. რაც ამერიკაში ვარ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია. მე თუ უკრაინაში ჩავალ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, რადგან საქართველოზე ასეთი შეყვარებული ადამიანი მეორე არ მეგულება. როცა, სააკაშვილი პირადად გავიცანი, მან საქართველოს ისტორია მომიყვა. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ უყვარს მას თავისი ქვეყანა და როგორ კარგად იცის მისი ისტორია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მას საქართველო სჭირდება, რადგან  უფრო მხიარულად იყოს. დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ბევრს ვიცნობ და ბევრი მეგობარიც მყავს. როცა უკრაინაში პრობლემები გვქონდა ურთიერთობა მქონდა კახი კალაძესთან. ის ძალიან კეთილი ადამიანია, რომელიც იურიდიული საკითხების მოგვარებაში დამეხმარა. ჩვენ ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მან იცის ვინ ვარ მე და მე ვიცი ვინ არის ის. კალაძის მადლობელი ვარ, რადგან ცუდ მომენტში დაგვეხმარა. ასევე მადლობელი ვარ სააკაშვილის, რომ ჩემი წერილი მიიღო და გაჭირვების ჟამს ჩემს ოჯახს დაეხმარა. ამ ქვეყანამ მშობლები გადამირჩინა. არ გეგონოთ, რომ მარტო პროფესიით ვიცნობ ადამიანებს,  ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი სამყარო, თუ როგორი ადამიანი ის.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

admin

Май 25th, 2017

No Comments

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *