0%
Posted inArticles

ივანა მელაი ატლანტის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძის კაბით ბრწყინავდა – რას საქმიანობს ვარსკვლავი ამერიკაში

Posted on

მომღერალი ივანა მელაი ქმართან, გურამიკო მელაძესთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობს. ის ოჯახს უვლის, თუმცა, არც კარიერაზე ამბობს უარს და მისი შემოქმედებითი ცხოვრება ოკეანის მიღმა წარმატებით გრძელდება.

ივანა მელაისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ცნობილმა პროდუსერმა ნიკ როსმა და ისინი უკვე ერთობლივ პროექტებზე მუშაობენ.

ივანა იქაური ღონისძიებების სასურველი სტუმარია, რამდენიმე დღის წინ, ივანა მელაი ატლანტის მოდის კვირეულის საპატიო სტუმარი იყო. ღონისძიების after party-ზე სწორედ ივანამ იმღერა.

საქართველოდან უკრაინაში გადასახლებულმა მომღერალმა მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერების კაბები მოირგო.

ის სტუმრების წინაშე
პირველ დღეს ანუკი არეშიძის ბრჭყვიალა კაბით წარსდგა, ხოლო მეორე დღეს გიორგი შაღაშვილის წითელი კაბა ეცვა.

ივანას ლუქებს ატლანტელი ჟურნალისტებისა და მოდის ბლოგერების მხრიდან აღფრთოვანება მოჰყვა.

აიკითხეთ სტატია ბოლომდე